ახმეტასა და თელავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ახმეტაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და საავტომობილო გზები ჩახერგა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ქალაქ ახმეტას და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის მაშტაბის შესახებ ინფორმაცია დღეს, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
ამასთან, თელავის მერიის ინფორმაციით, თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი სადენების დაზიანება გამოიწვია.