„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. კახა კალაძე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს.
ღონისძიებას ასევე ესწრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.
კალაძე დედაქალაქის მერად პირველად – 2017 წელს, მეორე ვადით კი 2021 წელს აირჩიეს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინა წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.