აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ შეთანხმებას მიაღწიეს ახალ სავაჭრო პირობებზე, რომელიც კორეის იმპორტზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.
ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.
მისი თქმით, შეთანხმება აშშ-ს 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მისცემს, რომლებიც აშშ-ის კონტროლის ქვეშ იქნება და პრეზიდენტის მიერ იქნება შერჩეული, ხოლო სეული ასევე აშშ-სგან 100 მილიარდი დოლარის ენერგორესურსებს შეისყიდის.
„ჩვენ შევთანხმდით სამხრეთ კორეისთვის 15%-იან ტარიფზე. ამერიკისთვის ტარიფები არ იქნება... სამხრეთ კორეა სრულად ღია იქნება შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისთვის და დაუშვებს ამერიკულ პროდუქციას, მათ შორის მსუბუქ ავტომობილებს, სატვირთო მანქანებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და ა.შ.“, - განაცხადა ტრამპმა.
