"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აქციებისას დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს და ვეფხია კასრაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ანდროს პირადად არ ვიცნობ, თუმცა კარგად გავიცანი ასე, შორიდან - მისი მტკიცე ხასიათით, ნაღდი ქართული და ქალაქური ბუნებით, სილაღით და კეთილშობილებით.
ანდრო, მინდა რუსთავის ციხიდან მოგილოცო დაბადების დღე, მხნეობა და ჯანმრთელობა გისურვო! ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! მალე მენახე თავისუფლებაზე! პატივისცემით, მამუკა ხაზარაძე“,- წერს ხაზარაძე.
ხაზარაძე ვეფხია კასრაძესაც ულოცავს.
„ვეფხო, ძმაო გილოცავ! მინდა მალე გნახო თავისუფლებაზე, შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის მერეც ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს და რომლისთვისაც თავს წირავ ყოველთვის, დაუფიქრებლად!
მაგრად მეყოლე! შენი ძმა, მამუკა“,- წერს ხაზარაძე.