“როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ "ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ ?!” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ "ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: “4 რიცხვი არ "დავკიდოთ", ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია"...
ჩემი აზრით გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცეებს - რა გინდათ?! რას ეწვალებით?!
როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ "ცუდი"?! რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ - ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ ?!
კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ ... ძალა ხალხში!!! - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში