აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად ახალი ვადა 10 დღეა, რომელიც სამშაბათიდან, 29 ივლისიდან იწყება.
ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როდესაც ტრამპს სთხოვეს, დაეზუსტებინა, თუ როდის იწყება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უკრაინაში მშვიდობის დამყარების ახალი ვადა, მან უპასუხა: „10 დღე, დღეიდან“.
„შემდეგ კი ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და სხვა ზომებს. არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, რადგან მათ აშკარად სურთ ომის გაგრძელება. თუმცა, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეთავაზებულია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.