ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, ახალი ადამიანების, ადგილების, ისტორიების აღმოჩენისა და თავგადასავლებისთვის. გრძელი, მზიანი დღეები, დაუსრულებელი ხეტიალი, შემთხვევით ნაპოვნი ლამაზი ქუჩა, შენობა, კაფე, თუ ამბავი - მოგზაურობის გამორჩეული ემოციებია. უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ალბათ, ხშირად იყენებთ Google Map-ს, რათა ზუსტად მიაგნოთ იმას, რასაც ეძებთ. კაფეში შესვლამდე კი მენიუებს და შეფასებებს ამოწმებთ - ასე იქცევიან გამოცდილი მოგზაურები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწრაფი ინტერნეტი ყოველთვის თან გქონდეთ.
ამაში კი როუმინგო დაგეხმარებათ, თუ ინტერნეტ პაკეტს PLUS ბარათით შეიძენთ, 15%-იან ქეშბექს მომენტალურად მიიღებთ. ასევე იმ მომხმარებლებისთვის ვინც GOLD სტატუსის მფლობელია სასაჩუქრე კოდით 25%-იან ფასდაკლებაა ხელმისაწვდომი, რომლის მისაღებადაც როუმინგოს აპლიკაციაში Roamingo eSIM - პროფილის გვერდზე "გაიაქტიურე საჩუქარი"-ის ველში უნდა ჩაწეროთ სასაჩუქრე კოდი, რომელიც SMS შეტყობინებად მიიღეთ.
Roamingo სამოგზაურო ინტერნეტის აპლიკაციაა. ინტერნეტ პაკეტის შეძენას და eSIM-ის ინსტალაციას სულ რამდენიმე წამში, უმარტივესად შეძლებთ, არ დაგჭირდებათ აეროპორტში რიგში ჩადგომა, რომ ფიზიკური ბარათი აიღოთ. თანაც, თუ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავთ, შეგიძლიათ, ევროპის ან თურქეთის ნებისმიერი ქალაქი მხოლოდ ერთი ინტერნეტ პაკეტით მოინახულოთ. ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად Roamingo-ს ინტერნეტი სწრაფია და მუშაობს შეუფერხებლად, eSIM-ის ინსტალაციას და სხვა დეტალების ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.
კიდევ რა შეიძლება დაგჭირდეთ სამოგზაუროდ?
თავის მოვლის საშუალებები
სამოგზაურო ჩანთაში ყოველთვის უნდა იდოს თავის მოვლის საშუალებები, ყველა თქვენი საყვარელი ნივთის თან წაღებას ვერ შეძლებთ, ამიტომ შეგიძლიათ, სპეციალური სამგზავრო ნაკრები შეიძინოთ. თუ ჯიპისის, ფარმადეპოს ან ქალთა ბედნიერებას ესტუმრებით, არჩევა არ გაგიჭირდებათ. PLUS ბარათით გადახდისას კი გაორმაგებულ PLUS ქულებს მიიღებთ. PLUS ქულებს შემდეგ სასურველ ნივთებში გადაცვლით, ან თუ უფრო დიდი მიზნები გაქვთ, PLUS დაბადების დღისთვის შეინახავთ.
სამგზავრო ჩანთა
სამგზავრო და არა მხოლოდ სამგზავრო ჩანთების ფართო არჩევანი ორგსერვისში ან გეფერინში დაგხვდებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ წასაღები ჩანთის ზომები და ეცადეთ შეარჩიოთ პატარა, მაგრამ მულტიფუნქციური მოდელი. ამ მაღაზიებში PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტი ქულა დაგიგროვდებათ.
ათასი წვრილმანი
თუ ზუსტად არ იცით, რა გჭირდებათ, აუცილებლად ეწვიეთ OnePrice-ს, რომლის დახლების თვალიერებისას ზუსტად მიხვდები, რა უნდა წაიყოლოთ თან მოგზაურობისას. ხელმისაწვდომ ფასებთან და მრავალფეროვან არჩევანთან ერთად PLUS ბარათით აქ 5-ჯერ მეტ ქულას მიიღებთ.
ასე რომ, მოემზადეთ თავგადასავლებისთვის PLUS ბარათთან ერთად. შეიძინეთ მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები და დააგროვეთ ქულები. PLUS ბარათის ყველა შეთავაზებას ამ ბმულზე ნახავთ.