ეს არის ღირსების საკითხი! არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„არ ვაპირებ, პირველ რიგში იმიტომ, რომ არის ღირსების საკითხი. რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ, მივწერო ადამიანს, რომელიც გუშინ ღირსებით ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც ხალხი სცემეს ქუჩაში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს" - აღნიშნა პროცესის დაწყრბამდე ცხადაძემ.
საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.