რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად და ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ. მეც და სხვებსაც მისდით ეს ინფორმაცია. ვაი თქვენს პატრონს, უბედურს, ვინც ამას ითხოვს“ | ამბობს პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე პუბლიკას ცნობით
"მინდა გთხოვოთ დამასრულებინოთ [მიმართავს მოსამართლეს], დიდი ხანი არ დამჭირდება და არ დავუბრუნდები ამ თემას. საბოლოო სიტყვამდე არაფრის თქმას აღარ ვაპირებ თუ რამე ისეთი არ მოხდა.
ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე იარაღი და არ მსიამოვნებს ერთი და იგივეს ლაპარაკი, ამას ვუსვამ ხაზს, რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც.
საკითხი ასე დგას - ძალიან რთულია კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს .... რუსთაველზე რომ დარბოდნენ.
ბრალდება არის მოგონილი იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ის ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა და უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს არ ვილაპარაკებდი, იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას უარვყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. იქ ჩანს, რომ არავის ამ ქმედებით საფრთხე არ ექმნება.
მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია თანამედროვე დროში გადავამოწმოთ, როგორც რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვანიჭოს და წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც..." - თქვა ჭიჭინაძემ რადიო თავისუფლების ცნობით.