„კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციაში მონაწილეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
პროტესტის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსველობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
მსვლელობას აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.