უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური დანაკარგები უკვე შესამჩნევია, თუმცა სანქციების ზეწოლა საკმარისად უნდა გაიზარდოს, რათა კრემლმა ომი შეწყვიტოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ეკონომიკური დანაკარგები ნამდვილად საგრძნობია. კიდევ უფრო საგრძნობი იქნება.
მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება - ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ისე, რომ მომავალ წელს ომი არ იყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სანქციებმა რუსეთს აგრესიული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა უნდა წაართვას.
„მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამას ვერ გაუძლებენ; სანქციებმა რუსეთს პოტენციალი უნდა წაართვას“, - თქვა ზელენსკიმ.