იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს ნაადრევად აღიარება, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.
"ვფიქრობ, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება იმ დროს, როცა ის რეალურად ჯერ არ არსებობს, შესაძლოა მიზნისთვის საზიანო აღმოჩნდეს" - განუცხადა მელონიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-ს.
"როდესაც რაღაც არ არსებობს, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფო, და ის აღიარებულია ფურცელზე, არსებობს იმის რისკი, რომ ამოცანა მოგვარებული გამოჩნდეს, იმ დროს, როდესაც ეს ასე არ არის“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.