პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გარკვეულმა ნაბიჯებმა და ოპერაციებმა“ განაპირობა მსჯელობის დაწყება ლიდერების შეხვედრის დონეზე.
„ჩვენ გვჭირდება ომის დასრულება, რომელიც, სავარაუდოდ, ლიდერების შეხვედრით დაიწყება. სხვა გზა არ არსებობს. ასეთი შეხვედრისთვის დღის წესრიგი გვჭირდება - ლიდერების დონეზე შეხვედრა... ჩვენ ამ საკითხს ყოველთვის საჯაროდ ვაყენებთ. და ახლა მათ ჩვენთან ამაზე საუბარი დაიწყეს. ეს უკვე შეხვედრის გარკვეული ფორმატისკენ გადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ლიდერების დონეზე შეხვედრის იდეის მიმართ რუსების დამოკიდებულებაში ცვლილებები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული გარკვეული ნაბიჯებისა და ოპერაციების გამო მოხდა.
„მოლაპარაკებების პროცესების, დიალოგისა და დიპლომატიის გარდა, მათ ტერიტორიაზე ბევრი სხვა რამ მოხდა. თქვენ ეს ნახეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს მიღწეულ მთავარ საკითხებს შორის იყო 1200 ტყვის გაცვლა და პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების დაბრუნება.
„ჩვენ შევთანხმდით 1200 სამხედრო ტყვის გაცვლაზე. მეორეც. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობდით ამ საკითხზე, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. ესენი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები - პოლიტიკური პატიმრები და ჟურნალისტები. ჩვენ დავიწყეთ სიებზე მუშაობა. ახლა ეს არის პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების კატეგორია.
და თქვენ იცით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდობიანი მოქალაქეების გაცვლა; მათ [რუსეთმა] უნდა გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ ვეძებთ ახლა სიებზე დაფუძნებულ ფორმატს. როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მათი მხრიდან,“ - განაცხადა ზელენსკიმ.