ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამდე, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას.
„ევროპარლამენტარების თქმით, ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, გასულ წელს ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიღო რეპრესიული კანონები, ჩაახშო ოპოზიცია, უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და რუსეთის მხარეს დადგა. ევროპარლამენტარების განცხადებით, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მანამდე პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
.