“ყოველდღე გვაოცებს “ოცნების” პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცვლის ნარატივებს, რადგან ხვდებიან, რომ აღარ მუშაობს. წულუკიანის განცხადება მორიგი სამარცხვინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა “ოცნება” საკუთარ ამომრჩეველს - ფეხებზე ჰკიდიათ და პრიმიტივებად მიიჩნევენ.” - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან სანიკიძე წულუკიანის განცხადებას.
“ყოველდღიურად გვაოცებს “ოცნების” პროპაგანდა, რომელიც მუდმივად იცვლის ნარატივებს, რადგან ხვდებიან, რომ აღარ მუშაობს და თუ მრავალეროვანია, დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი ვერ იქნება ამ გლობალური ომის პარტიის წევრი, რადგან არცერთ სხვა ენაზე არ მეტყველებს ეს კაცი და ასეთი კაცი დაისვეს პრეზიდენტად, რომელიც თურმე წუხს ივანიშვილის ზებრას რომ ეძახიან.
წულუკიანის ეს განცხადება არის მორიგი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა “ოცნება” თავის ამომრჩეველს, როგორ ფეხებზე ჰკიდიათ და როგორ პრიმიტივებად მიაჩნიათ. ერთადერთი თუ ვინმემ შეიძლება დაიჯეროს მათი ნათქვამი, არის “ოცნების” ამომრჩეველი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს თავად “ოცნების” მიმართ და მიმაჩნია მოღალატეობრივ ძალად, თავიანთი ამომრჩევლის მიმართ მაქვს სოლიდარობის განცდა, ასეთ ადამიანებს საერთოდ როგორ აძლევენ ხმას ჩემთვის დღემდე გამოცანაა.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობს „გლობალურ ომის პარტიაში იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ“. მისივე თქმით, ეს ძალები „კატეგორიულად გვთხოვდნენ“ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას.