აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია BRICS-ის ძალიან სწრაფად შეწყვეტს არსებობას, თუ ის მნიშვნელოვან გაერთიანებას შექმნის.
„ჩვენ არასდროს, არავის მივცემთ ჩვენთან თამაშის უფლებას“, - ციტირებს Reuters ტრამპის სიტყვებს.
ტრამპმა მანამდერ განაცხადა, რომ BRICS შეიქმნა შეერთებული შტატებისა და დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის როლის დასაზიანებლად.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ მომხდარა, რადგან ივლისის დასაწყისში ის 10%-იანი ტარიფებით დაემუქრა ორგანიზაციის წევრებს და BRICS-ის „ანტიამერიკულ პოლიტიკას“ მხარდამჭერ ქვეყნებს.
ეს დონალდ ტრამპის მხრიდან პირველი ასეთი მუქარა არ არის; 2024 წლის ბოლოს ის BRICS-ის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ორგანიზაცია დოლარის ალტერნატივად საკუთარ „საერთაშორისო სარეზერვო ვალუტას“ შექმნის.