იწერენ, რომ გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ ვისაც გვინდა დავაფინანსებთ და არც გეცოდინებათ, ვინ გეკითხებათ მე ვის დავაფინანსებო და გეუბნებიან გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვნების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს, თორემ შეგიწყვეტ ვიზალიბერალიზაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეს არის შანტაჟი და ქართველი ადამიანი ასეთ შანტაჟს არ წამოეგება და ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ღირსეულ მომავალზე წინ არაფერს დააყენებს.
„შეუძლებელია ქართველმა კაცმა [ეს აირჩიოს] მე რომ ვიყო ახლა გარედან მაყურებელი პოლიტიკოსების, რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემ დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემ ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად. არ არის სწორი მოცემულობა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ფიქრობს ასე. რადიკალური, აგენტურული ოპოზიციის ამომრჩეველიც ასე შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ მას დააჯერეს, რომ სინამდვილეში არ დგას ეს დღის წესრიგში. ამისთვის საქართველოში იხარჯებოდა ასეულობით მილიონი დოლარი. საბედნიეროდ, მერე, აშშ-ის მიერ USAID-ის გაუქმება და ა.შ., ბევრი რაღაც დაგვემთხვა, დაგვეწია და იმიტომ არის მშვიდი სიტუაცია, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე ადმინისტრაცია რომ იყოს, იგივე ტურბულენტობა, იგივე ჩხუბები და გამოსვლები იქნებოდა დღესაც. პირდაპირ პროპორციულია - ფული რამდენიც შემოუშვეს ქვეყანაში, იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც თემებზე; ფული დაიკეტა - პროტესტიც ჩაიფარცხა. რა არ მოხდა ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა გამჭვირვალობის იმ კანონს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის ეწერა, ვალდებულება იყო, რომ რა ფულსაც მიიღებდნენ, ის დაედეკლარირებინათ. მივიღეთ 10-ჯერ მკაცრი კანონი ბოლოს - ფარას ამერიკული კანონის ანალოგი და ვეღარაფერი ქნეს. ანუ როგორ ხდება ეს? 3 წლის წინ გაგაპროტესტებინეს კანონი, გაყვირეს, დაგაჯერეს, რომ რუსული კანონი იყო და ათჯერ მკაცრ კანონზე მერე ხმა ვეღარ ამოიღე, აღარ გამოსულხარ აღარ დაგიპოსტავს, აღარ გაგიპროტესტებია. რა მოხდა?! კითხვა ხომ უნდა დასვა?! მოგვიწოდებდნენ ომისკენ, ხედავ რა ხდება მსოფლიოში, ურემიც გადაბრუნდა სხვადასხვა მიმართულებით, მართლაც ცეცხლის ალშია რეგიონი გახვეული და ამ გადაბრუნებულ ურემზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა გზა, ამ პროტესტში ბევრმა შენმა თანამოზიარემ თქვა, რომ რაღაც ისე არ ყოფილა და დღეს კიდევ იმავეს რომ იმეორებ ჯიუტად, რაშია საქმე?! მილიონები დაგახარჯეს, რომ შენ ასე გეფიქრა და თავში ეკაკუნებინათ, რომ იცი რა, ეს რუსულია ის რუსეთის უკანა ეზოა", - განაცხადა მდინარაძემ.