ევროკომისიის წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი - საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია - მეორე საკითხი ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას - აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,
ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ევროკომისიის წერილს.
„წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი - საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზალიბერალიზაციას. მეორე საკითხი, როგორც ვიცით, ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას. აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება. ვფიქრობ, ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია გაგვაჩნია. ზოგადად მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით N1 მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც ამ მიმართულებით მათ ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ. მეორე - რატომღაც ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ითვლება ვიზალიბერალიზაციის პირობად. ვფიქრობ, ასეთი თემების საზოგადოებაზე ძალით თავზე მოხვევა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ დახვეწილი კანონმდებლობა მოქმედებს, სადაც მათ შორის, ყველა ასეთი პირის უფლებები დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.