აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ მოსკოვზე განხორციელებული დარტყმების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც, მედიის ცნობით, მან წინა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა. იუწყება Sky News
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი „აგრესიული“ და მოსკოვზე ან რუსეთის სიღრმეში დარტყმების ბრძანება გასცეს, ტრამპმა უპასუხა: „არა, მან მოსკოვი არ უნდა დაბომბოს “.
მან ასევე უარყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გაგზავნის გეგმა: "არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ".
გარდა ამისა, ტრამპმა კითხვაზე, არის თუ არა ახლა უფრო მეტად უკრაინის მხარეზე, უპასუხა: "მე არავის მხარეს ვარ. მე ვარ კაცობრიობის მხარეს, რადგან მსურს, რომ მკვლელობები დასრულდეს".
შეგახსენებთ, გამოცემები Financial Times და The Washington Post ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე [The Washington Post-ის მიხედვით რატომ არ დაარტყა მოსკოვს] დარტყმების განხორციელება.
ამ ცნობების კომენტირებისას თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა Financial Times “ნახვების მოსაპოვებლად სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯვაში” დაადანაშაულა.