„კაგებეს“ მოტივებზე, „გრუს“ აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე ან ყოფილი თანამდებობის პირები?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის თქმითვე, „კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე“.
„კაგებეს“ მოტივებზე, „გრუს“ აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე, ან ყოფილი თანამდებობის პირები?!
მის კისერზეა ამ „ბესპრიძელშიკური“ გარჩევის დაგეგმვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები!
კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს რიჟვაძესთან შეხვედრაზე! - გუშინდელი ბუტბუტი და მდინარაძის გამოგორება არასაკმარისია!
არაფორმალური დაჯგუფების, შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა, რომლის მეთაურიც არის მამუკა მდინარაძე, დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ!
ირაკლი კობახიძის ნებართვითა და მითითებით, ივანიშვილის საამებლად აწამეს ბაჩიაშვილი და მოამზადეს მისი მკვლელობა. ბაჩიაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ნებისმიერ დროს, იმავე სცენარით შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურონ დამწყვდეული ადამიანი!
სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში და მათი „ბოსიც“ აბსოლუტური შლეგი, რუსი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.