აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Tomahawk -ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნას განიხილავს. აღნიშნული შეიარაღება ჯერ არ არის მიწოდების სიაში, მაგრამ შესაძლოა მოგვიანებით შევიდეს. ამის შესახებ The Washington Post წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტრამპმა განიხილა Tomahawk -ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნა, იგივე იარაღის, რომელიც გასულ თვეში ირანის სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენეს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, კიევი აშშ-სგან დიდი ალბათობით მიიღებს ნებართვას, რომლის მიხედვითაც სამხედროები შეძლებენ უკრაინის მარაგში არსებული 18 ერთეული Tomahawk -ის ტიპის რაკეტის სრული შესაძლებელობით გამოყენებას.
უკრაინიდან გაშვების შემთხვევაში, ამ შეიარაღეას შეუძლია მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მდებარე სამიზნეებამდე მიაღწიოს.
თუმცა, წყაროს ცნობით, Tomahawk-ები ჯერ არ არის მიწოდების სიაში. თუ ტრამპს ზეწოლის მეტი ბერკეტი სურს, მათი განლაგება მოგვიანებით შეიძლება.
ამასთან, გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტს, რატომ არ განახორციელა უკრაინამ დარტყმა მოსკოვზე, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ეს შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვცემთ“.
წყაროს ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ პუტინზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ სანქტ-პეტერბურგზეც.