აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა, კრემლის მეთაურის ვლადიმირ პუტინის მიმართ, იმის გამო, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოგვარება შეუძლებელია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე განუცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს კრემლის უფროსის ქცევა.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ვფიქრობდი, რომ ის სიტყვის კაცი იყო, მაგრამ ყველას ბომბავს“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება ხვალ“. [ტრამპმა განცხადებები კვირას გააკეთა].
შეგახსენებთ, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გაგზავნას გეგმავს.