ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არსებილი ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
დაწყებულია გამოძიება.