ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაცა იყვიროს და მერე ხელები და რა არ აუწიონ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მე მჯერა, რომ ჩვენთან ახალ ვინც აღტყინებულია და უცხოეთის იმედად არის, პირდაპირ გეუბნებით, ვერაფერს ვერ იზამს უცხოეთი, შეგვიტევენ, შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას. ჩვენ ხომ არავის არ ვებრძვით, ერთადერთი ერი ვართ ახლა მსოფლიოში, რომელსაც არავისთვის ცუდი არ გვინდა, მტრებისთვისაც არ გვინდა ცუდი. ჩვენს იმაზე ვფიქრობთ, ფონს როგორ გავიდეთ.
მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ისე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარებს, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, სიყვარული არ აქვთ. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, არ იციან, დაივიწყეს, ქრისტე დაივიწყეს მათ. ამიტომ, უსიყვარულობით ამ სისულელეებს ჩადიან. იღებენ რაღაცებს. ჩვენთან იდიოტი თუ არ ხარ, როგორ უნდა მოგეწონოს იმათი ნათქვამი.
და რა ქნეს ამ იმით, ხალხი ჩაყარეს ციხეში, იმათმა ჩაყარეს ვინც გარედან ხელს უწყობს და იმ ხალხმა, რომლებიც აქ, გარეთ არის უმეტესობა და ზოგი ციხეში მოხვდა ხო. ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაცა იყვიროს და მერე ხელები და რა არ აუწიონ. ამიტომ ჭკუით ვიყოთ. კანონებსაც ასეთს ხომ არ მიიღებდნენ სახელმწიფოში, ახლა კარგი ისეთი ხალხია, რომ არ იყენებს ამ კანონებს თორემ ვიღაც ისეთი რომ მოვიდეს, ამ კანონებით ხომ გადაუვლიან ერს?! და მერე უნდა იბრძოლო. მაგრამ ეს რომ არ გააკეთონ და ეს კანონი არ მიიღონ ქვეყანა ჩამოიშლება, სამწუხაროდ ისეა", - განაცხადა მეუფე იაკობმა.