Hermès-ის ორიგინალი ჩანთა, რომელიც ჯეინ ბირკინს ეკუთვნოდა და Birkin-ის მოდელის პროტოტიპი გახდა, Sotheby's-ის აუქციონზე 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთად იქცა. იუწყება Reuters
მყიდველი იაპონელი კერძო კოლექციონერი იყო, რომლის სახელიც არ გახმაურებულა.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა Hermès Kelly-ს ჩანთას, რომელიც დამზადებული იყო ნიანგის ტყავისგან და ბრილიანტებით, რომელიც 2021 წელს აუქციონზე 513 000 დოლარად გაიყიდა.
აუქციონის სახლის ცნობით, Birkin-ის ჩანთა გაიყიდა დაახლოებით 10-წუთიანი ვაჭრობის შემდეგ, რომელშიც ცხრა ძალიან დაინტერესებული მყიდველი მონაწილეობდა.
შავი ტყავის ჩანთა მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინისთვის 1985 წელს შეიქმნა. ის თვითმფრინავში Hermès-ის ხელმძღვანელის, ჟან-ლუი დიუმას გვერდითთა ავარძელში იკდა, როდესაც ხელიდან ჩანთა გაუვარდა და ნივთები დაუცვივდა.
ჟან-ლუი დიუმამ მოგვიანებით დახატა ჩანთის ესკიზი, რომელიც მსახიობის სურვილებს შეესაბამებოდა.
მოგვიანებით, მოდის სახლმა Hermès-მა ამ დიზაინით ჩანთა გასაყიდად გამოუშვა და დროთა განმავლობაში ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და სასურველ ფუფუნების აქსესუარად იქცა.
1994 წელს ჯეინ ბირკინმა თავისი Hermès-ის ჩანთა აუქციონზე გაყიდა, რათა შიდსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდისთვის თანხა შეეგროვებინა.
Birkin-ის ზოგიერთი მოდელი ამჟამად ათიათასობით დოლარი ღირს. ასეთი ჩანთების მფლობელებს შორის არიან ქეით მოსი, ვიქტორია ბექჰემი და ჯენიფერ ლოპესი.