დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.
როგორც ბიუროზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველი პლენარული სხდომა მომავალ კვირას, 8 თებერვას სახელმწიფო ჰიმნითა და ყველა პროცედურის დაცვით გაიხსნება.
"დღეიდან კომიტეტების სხდომები საგაზაფხულო სესიის კონტექსტში გაიხსნება. იმედი მაქვს, რომ ეს საგაზაფხულო სესია იქნება კანონპროექტებით დატვირთული და ამ კვირაშივე შევძლებთ დავალაგოთ დღის წესრიგი ისე, რომ პირველივე სხდომებზე სრულფასოვანი დღის წესრიგით ვიმუშაოთ", - აღნიშნა ბიუროს სხდომაზე ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტებს მიმართა, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც საშემოდგომო სესიის დროს იყო შემოტანილი და კანონპროექტები, რომლებიც პირველი და მეორე მოსმენით არის მიღებული დღის წესრიგში ჩაისვას.