საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით სავარაუდოდ 10 თებერვალს გამოვა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"როგორც იცით, რეგლამენტის თანახმად პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეებში მოდის პარლამენტში და აკეთებს ყოველწლიურ მოხსნებს პარლამენტის და საზოგადოების მიმართ. ჩვენ გვქონდა ამ დღეებში კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან და შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი მზადა პირველივე პლენარულ სხდომაზე მობრძანდეს და გვაცნობოს საკუთარი ხედვა, რა ხდება ქვეყნაშია, რას აკეთებს ხელისუფლება და მთავრობა პრობლემების მოსაგვარებლად და როგორ ხედავს ხელისუფლება ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივებს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, პტეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით, სავარაუდოდ, 10 თებერვალს გამოვა, თუმცა გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გრძლდება.
"პრეზიდენტი მიემგზავრება მიუხენში კონფერენციაზე და თუ მისი გამოსვლა გადაიდო 8 თებერვლიდან 10 რიცხვში, მაშინ ზუსტ თარიღს და პროცედურას მომავალ ბიუროს სხდომაზე დავამტკიცებთ", - განმარტა პარლამენტის სპიკერმა.
მისივე თქმით, დაინტერესებულ პოლიტიკურ პირებთან და ოპოზიციასთან ერთად კონსულტაციების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი.