თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე ქალთა საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ქოლგებით, რომლებზეც აქციის მონაწილეებმა დაპატიმრებულთა სახელები დააწერეს.
მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ, სადაც აქცია გრძელდება.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 224-ე დღეა, რაც პროევროპული აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მოგვიანებით ამ მთავარ მოთხოვნას დაემატა აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაც.
ფოტო: Mose