"ქართული დასი" მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმამდე გათანაბრებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული დასისი" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, აუცილებელია ხელისუფლებამ პენსიების გაზრდაზე იზრუნოს და ის საარსებო მინიმუმს დაუახლოვდეს.
ამასთან, ბაღათურია სოციალურად დაუცველთა ბაზის კორექტირებასაც მოითხოვს.
"მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზის კრიტერიუმები წინასთან შედარებით უკეთესია, საჭიროა მისი კვლავ გადახედვა და ის პირები, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან, უნდა იღებდნენ, როგორც შემწეობას, ასევე სადაზღვეო პოლისსაც. იმ ოჯახების შემოსავალი, რომელიც საარსებო მინიმუმს არ აღემატება, მათ სადაზღვევო პოლისები უნდა გადაეცეთ", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, "ქართულ დასს" აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებები უკვე მომზადებული აქვს და ხელისუფლებასთან განიხილავს.