უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტს გამოუყოფის.
ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ასევე მინდა დღეს შვედეთი ვახსენო: მიღებულია გადაწყვეტილება თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტთან დაკავშირებით. გმადლობ, შვედეთო!“ - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს გერმანიასთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით და მადლობა გადაუხადა ლატვიას დამტკიცებული თავდაცვის პაკეტისთვის.
ცნობისათვის, 1-ელ ივლისს ლატვიის მთავრობამ მიირო გადაწყვეტილება 42 ერთეული Patria 6x6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემის შესახებ.