ჩაერთვება თუ არა ანტიქართული ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში, მათი პრობლემაა - არჩევნებს არც მათი მონაწილეობით მოემატება და არც მათი არმონაწილეობით დააკლდება რამე! როგორც შეიძლება საქართველოში ანტიქართულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გაიმარჯვოს?! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვას.
„კვირები დარჩა, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება. რაღაც მომენტში ეს იწილო-ბიწილო დასრულდება. ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით. არჩევნებისთვის ემზადება ქართველი ხალხი. მოსახლეობამ ადგილზე უნდა აირჩიოს თვითმმართველობა, რომელმაც მისი ყოველდღიური ყოფითი საკითხები უნდა მოაგვაროს რაც ეხება გზას, წყალს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურას. მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ხალხი, ვინც ადგილობრივ საკითხებზე იზრუნებს.
დავფიქრდეთ, ვისზე დადო ფსონი ე.წ. ევროპამ, რომელშიც ევროპული აღარაფერი არ არის. ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში და რომელი ქვეყნის ელჩები იყვნენ ჩართული პირდაპირ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ სააკაშვილი, მისი ხელის პოლიტიკოსები, თაღლითები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ. აი, ამათზე დებდნენ ფსონს! შემდეგ გამოდიან ელჩები და ღირებულებებზე გველაპარაკებიან. ფავორიტებად კი ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ ამორჩეული.
მათ საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როდესაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას მოაწერეს ხელი. მაშინ დაიღუპეს თავი როგორც ქართველებმა და პოლიტიკოსებმა, როცა ამ გზაზე დადგნენ. ამიტომაც ასე შესციცინებენ თვალში და ხან ერთ ქვეყანაში სხედან და ხან - მეორეში. გინახავთ მათი რეგიონებში აქტიურობა? - ერთადერთი სადაც დადიან, დადიან საზღვარგარეთ, რათა ინსტრუქციები მიიღონ და იქ მიღებული ინსტრუქციებით საქართველოში დაბრუნდნენ.
არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც სრულად იმართებიან გარედან, რაც დადასტურდა იმით, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებში ხელით დაატარებდნენ და მესიჯებს უცხოელი ელჩები ულაგებდნენ, რათა როგორმე ხელისუფლებაში გაეთრიათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.