აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, მიუხედავად საკუთარი არსენალების ამოწურვის შესახებ შეშფოთებისა.
ამის შესახებ ტრამპი ვაშინგტონში „ენდრიუს“ ავიაბაზაზე ჟურნალისტებს ესაუბრა.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ რეპორტიორის კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიევის მხარდაჭერას აგრძელებს.
„ჩვენ არ შეგვიჩერებია, მიწოდებას ვაგრძელებთ, მაგრამ იმდენი იარაღი მივაწოდეთ... და ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. ბაიდენმა იარაღის მიწოდებით მთელი ჩვენი ქვეყანა დააცარიელა და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი იარაღი გვაქვს საკუთარი თავისთვისაც“, - განაცხადა ტრამპმა.