სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრელდება. პროტესტის მონაწილეებმა დღის განმავლობაში სპონტანურად ქუჩები და მთავარი მაგისტრალები გადაკეტეს.
ბელგრადში მომიტინგეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტეს სხვადასხვა ქუჩა, ერთი ქუჩიდან მეორეზე გადადიოდნენ და დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდნენ პოლიციას.
სამართალდამცავებმა დაახლოებით 30 მომიტინგეს დოკუმენტები შეამოწმეს და ერთი პირი დააკავეს.
დედაქალაქში ქუჩების ბლოკირების გამო, რამდენიმე ავტობუსის, ტრამვაისა და ტროლეიბუსის მარშრუტი შეიცვალა, ზოგიერთი ტრამვაი კი დროებით არ მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ნოვი სადის ქალაქ რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოინგრა და 15 ადამიანი იმსხვერპლა. .
აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ.
სერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი.