გუშინ 2 000 ქართველი ადამიანი გამოვიდა, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმითვე, მსოფლიოში არ ხდება არსად, რომ 150, ხანდახან, 100, 50 კაცი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს კეტავს და ამას ჯარიმებით დაპირისპირება სჭირდება.
„გუშინ 2 000 ქართველი ადამიანი გამოვიდა, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკოა. მეტი არ იყო, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ პიკზე, 2 000 ქართველი იყო გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება არსად, რომ 150, ხანდახან, 100, 50 კაცი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს კეტავს. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენა. ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება. მეორე მხარეს არის საზოგადოების ინტერესები. საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როდესაც ქუჩა იკეტება. ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჯარიმები, შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - განაცხადა კობახიძემ.