აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანს აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის წარმოება.
ამის შესახებ ვენსმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის ფლობასთან. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა არსებული აღჭურვილობით, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ,“ - განაცხადა ვენსმა.
ამავდროულად, CNN აღნიშნავს, რომ ვენსმა თავი აარიდა კითხვაზე პასუხის გაცემას, იცის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სად მდებარეობს ირანის გამდიდრებული ურანი.
ვენსმა თქვა, რომ ურანის ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო და დასძინა: „ჩვენი მიზანი ურანის დამარხვა იყო და მე მჯერა, რომ ურანი დამარხულია“.