დღევანდელ საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს.
კოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მხარდაჭერას აგრძელებს.
"დღევანდელ საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე. ჩვენ, ევროკავშირი, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ“, - წერს მარტა კოსი.