შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე.
ტრამპის თქმით, ეს ობიექტებია ფორდო, ნათანზი და ისპაჰანი.
მისივე თქმით, სარაკეტო იერიშებში ჩართული ყველა თვითმფრინავი „შინ უსაფრთხოდ ბრუნდება“.
"ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში არსებულ 3 ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზისა და ისპაჰანზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთაა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ტრამპმა დასძინა, რომ ბომბების სრული პარტია ჩამოაგდეს ფორდოს ობიექტის თავზე.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდენ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები (B-2), რომლებიც ცოტა ხნით ადრე, გადაიყვანეს კუნძულ გუამზე, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ აშშ ირანზე თავდასხმას გეგმავდა.