ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.
„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.