"ხალხი წყვეტს" - უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს აქციის მონაწილეები კანცელარიასთან შეიკრიბნენ.
აქციაში მონაწილეობენ საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ახლობლები. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
კანცელარიასთან მიმდინარე პროტესტის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე „დროშების მარშიც“ იმართება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ფოტო: პუბლიკა