დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა, ისეთ თემებზე ლაპარაკობს, რომლებიც არც ისტორიას ახსოვს და არც პოლიტიკურ პრაქტიკაში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„პაატა ბურჭულაძე კარგად მღეროდა და პუტინსაც უმღეროდა, მაგრამ, ზოგადად, უნიჭო ადამიანია თუ ყეყეჩი არა. მას საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით, „ნაცმოძრაობის“ სახით – ბოროტი. მათი მიზანია, როგორმე ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ პაატამ ყეყეჩობაში აჯობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პაატა ბურჭულაძემ ეროვნული ყრილობა დააანონსა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს.