აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ლოს ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად ჯარების განლაგების გადაწყვეტილებს ეხმიანება. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკან არ დაიხევს.
„ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს. ჩვენ მხარს დავუჭერთ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ძალადობრივ დამნაშავეებს აკვირდებიან, გვარდიის წევრებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ და ICE აგენტებს, რომლებიც ჩვენი იმიგრაციის კანონებს აღასრულებენ“, - წერს ჯეი დი ვენსი X-ზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა.