საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოტე იოსელიანთაბ დაკავშირებულ საქმეს ეხმიანება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს არის განაჩენი რეჟიმისთვის.
არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებულები იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში, ეს გატაცება, მუქარა, თუ რაც იყო, იმიტომ რომ ადამიანმა მოსაზრება, შესაძლოა, არაკორექტული, გამოთქვა 8 წლის წინ და ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. რეჟიმი გვაჩვენებს, ყოველღიურად როგორი შეშინებულია თვითონ, როგორი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, თუნდაც ფეისბუქპოსტებზე რაღაცების დაწერა. ეს არის სრული კონტროლის მცდელობა, უკვე გადავედით ჩრდილო კორეის დონეზე. მხოლოდ დ ამხოლოდ სისუსტის ნიშანია, არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა იმპერია, რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, მაგრამ თუ აქვს, ოდნავ მაინც, საკუთარი მოსახლეობსი მხარდაჭერა, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს, ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმდება, მეორეს მხრივ კი ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი, -განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. 8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.