ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაუმარჯოს თავდაუხრელ, გაუჩუმებელ, არშეშინებულ, არდაშინებულ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის, რაც გუშინ მის მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვამბობთ, რომ აღარ გვინდა რუსეთი საქართველოში. ეს რუსეთი აღარ არის, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი. კადიროვი იტაცებს ასე ხალხს. კადიროვი აწერინებს ვიდეოებს, ამ ბანდიტებით საქართველოში კადიროვში ვართ ხალხო.
მხოლოდ გაერთიანებით, სიძლიერით, მხოლოდ შეტევით, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, არ მეშინია და არ გავჩუმდები, არ მეშინია და არ გავჩუმდები. ბრავო, თინა ბოკუჩავა, ბრავო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაუმარჯოს თავდაუხრელ, გაუჩუმებელ, არშეშინებულ, არდაშინებულ საქართველოს, - განაცხადა სააკაშვილმა.