სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ლევონ ტერ-პეტროსიანს და სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს შორის შეხვედრას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა სომხეთის პირველ პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის შეხვდრას სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-თან
ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებელია და ის, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდეს ხალხის მოძულე თაღლითს, როგორიც თვითონ არის.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი, ეწვია წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში, სადაც პირადი საუბარი გამართა სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან გარეგინ II-თან. საუბრისას ტერ-პეტროსიანმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პატრიარქს და მკაცრად დაგმო სომხეთის ხელისუფლების მიერ 1700- წლოვანი სომხური სამოციქულო ეკლესიის არაკონსტიტუციური ხელყოფა.