რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმებმა, შესაძლოა, მშვიდობის მიღწევას ბიძგი მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
"ჩემს სამხედრო გამოცდილებაში, ისევე როგორც ისტორიულად, გამბედავ ლიდერობასა და გაბედულ ქმედებას ბრძოლის ველის ხასიათის შეცვლა შეუძლია, როგორც ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სამხედრო დაზვერვამ და რუსტემ უმეროვმა გასული კვირის ბოლოს გვაჩვენეს.
ამ მოვლენას შეუძლია, ბიძგის ფუნქცია შეასრულოს მშვიდობისთვის, თუმცა ორივე მხარე პრეზიდენტ ტრამპის მისიის ერთგული უნდა დარჩეს - შეწყდეს კვლა და დასრულდეს ომი". - დაწერა კელოგმა X-ზე და Axios-ის სტატია გააზიარა სპეცოპერაციაზე ტრამპის კომენტარის შესახებ.