დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.
დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“, – წერს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი"