უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ სტამბოლში რუსეთის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მოსკოვის უმოქმედობის გამო არანაირ შედეგს არ გამოიღებს.
„რუსეთი უგულებელყოფს მსოფლიოს ყველა მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აგრძელებს მკვლელობას. გარდა ამისა, რუსებს ერთ კვირაზე მეტია ვერ ახერხებენ ე.წ. „მემორანდუმის“ წარდგენა, რომლის მომზადების პირობა 1000-ის 1000-ზე [ტყვეების] გაცვლისთანავე დადეს. უკრაინამ მათგან არანაირი დოკუმენტი არ მიიღო. არც თურქეთმა. იმისათვის, რომ შეხვედრა არაფრისმომცემი არ იყოს, საჭიროა მისი დღის წესრიგის გაგება და მოლაპარაკებებისთვის სათანადოდ მომზადება.
სამწუხაროდ, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შემდეგი შესაძლო შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.