რუსეთს კერ კიდევ არ წარმოუდგენია „მემორანდუმი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთი რუსული ტყუილის მომსწრენი გავხდით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ დღეს საუბრები გაიმართა როგორც ამერიკელებთან, ასევე ევროპელებთან.
„ყველამ უნდა ისაუბროს გულწრფელად - მსოფლიოში ყველამ და განსაკუთრებით მათ, ვინც მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას.
„რუსეთი ომს აჭიანურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ მოატყუოს ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ მოსკოვზე გავლენის მოხდენას სიტყვებით და არა ზეწოლით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო რუსეთის კიდევ ერთ ტყუილს ადევნებს თვალს.
„მოსკოვთან სიტყვები არ მუშაობს. ეგრეთ წოდებული მემორანდუმიც კი, რომლის მომზადებასაც, ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა, ჯერ არავის უნახავს. მათ ის უკრაინას არ გადასცეს. ჩვენს პარტნიორებს არ გადასცეს. თურქეთსაც კი, როგორც პირველი შეხვედრის მასპინძლ ქვეყანას, ახალი დღის წესრიგი არ გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ტრამპს დაჰპირდნენ. კიდევ ერთი რუსული ტყუილი. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეხვედრები ცარიელი იყოს. და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ საკმარისი სანქციები იყოს - საკმარისი ზეწოლა რუსეთზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.