რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მოხარული ვიქნებით თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს აღდგენას შევძლებთ. ამ ეტაპზე, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოს ფილიალი თბილისში, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. მას ზუსტად ასე ჰქვია, ისევე როგორც შვეიცარიის საელჩოს ფილიალს მოსკოვში, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. და იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. ანუ, ურთიერთობები ზოგადად უფრო აქტიური ხდება.
ჩვენ გვჯერა, რომ ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა.
საქართველო სავსეა პასუხისმგებლიანი მიდგომებით. მას აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრს იზიდავს. ტურიზმი და ჩვენთან ქართველი ტურისტების ვიზიტები თანდათან უმჯობესდება,“ - აღნიშნა კარასინმა.