30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით.
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
ვებინარის მონაწილეებს საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებენ.
Fulbright-ის პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ; დეტალურად გაეცნობიან პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს და მიიღებენ აპლიკაციის შესავსებად საჭირო მნიშვნელოვან რჩევებს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამისთვის აპლიკაციების შევსება შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.